Digest Logo

სარფში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

1745483780
ფსიქოტროპული ნივთიერები

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 1 581 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების (Pregabalin) შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული, სამ შეკვრად დაფასოებული აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.