Digest Logo

სავარაუდოდ სპორტსმენი ქალის მხრიდან ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა - 14 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

1757882972
14 წლის მოზარდი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ფაქტის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს, მკლავჭიდელის მცირეწლოვანი შვილიც ადგილზე იმყოფება და ჩხუბს უყურებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ, გვანცა ბაუჟაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები ჩანს, მოქალაქე კი წერს, რომ მკლავჭიდელი ქალი ხატია ვიბლიანი ურტყამს 14 წლის მოზარდს იმის გამო, რომ ბავშვი ერთ-ერთ მარკეტში მოლარეს გამოესარჩლა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

⭕ „გიხდება ეს ლუქი“ - რუსა ჩაჩუა ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

🎥 „სულ ვფიქრობდი ახალციხეზე, რომ დავბრუნდებოდი თუმცა ამ სტატუსით არ მიფიქრია“ - ვარლამ წიკლაური