Digest Logo

შშმ პირის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, სამმა კაცმა აწამა, შემდეგ კი მოკლა - ახალი დეტალები ბოლნისში მომხდარ მკვლელობაზე

1713122240
პოლიცია კრიმინალები

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი შშმ პირის დედა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, სამმა კაცმა აწამა, შემდეგ კი მოკლა.

ოჯახის წევრების განცხადებით, შშმ პირი სხვა ადგილას აწამეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი გადამალეს. ახლობლები მოკლული ისააკ გუსეინოვის მკვლელების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

„ჩემი შვილი არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა. მშვიდი ბიჭი იყო, არ ვიცი რა მოხდა. სამი დღე ვეძებდით, ბოლოს კი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვეთ. ეჭვი არავისზე გვაქვს. პოლიცია იყო და გამოჰკითხა ნახევარი სოფელი, მაგრამ ამ დრომდე დაკავებული არავინაა. დანა ათჯერ მაინც ჰქონდა ჩარტყმული და ყელიც გამოჭრილი“, - აცხადებს მოკლული კაცის მამა.

„დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის მკვლელი ვიპოვოთ. დედა ვარ, რომელსაც შილი მოუკლეს. ღამით შვილს რომ ვეძებდი, ორი პირი დავინახე. მითხრეს, დაგეხმარებითო, ღამის ორი საათი იყო. ეჭვი მაქვს, რომ რაღაც იციან ჩემი შვილის მკვლელობაზე“, - განაცხადა მოკლული ბიჭის დედამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 სიძეების მიერ სასტიკად ნაცემი კაცი და გვამთან მარტო დატოვებული მეუღლე - სამტრედიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები, 7 წლის შვილის თანდასწრებით

⭕„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

🎥 „შენ მე დამებედე და ნუ მეტყვი, რომ ეს დრო დაკარგულია“ – „ღამის შოუს ბენდის“ ახალი სიმღერა