Digest Logo

შსს-მ „შავ ბაზარზე“ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

1791443071
შსს ნარკოტიკის განადგურება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. უწყების ინფორმაციით, განადგურებული ნარკოტიკების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია.

სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი განადგურდა. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს:

„ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“ და „მდმა“;
„ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“ და „კლეფედრონი“;
„ტრამადოლი“, „კოდეინი“,

აგრეთვე სხვა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი მოქმედი კანონმდებლობისა და გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. პროცესში, შსს-ს მუდმივმოქმედი კომისიის წევრებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

✕