Digest Logo

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

1714119259
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი.

ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელის მოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცველის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „კომენტარები, რომ რამე მაქვს გაკეთებული ან ცელულიტი მაქვს ბევრი, ჩემ ქმარს გაუგზავნეთ, მას მოსწონს...“- ნუკი კოშკელიშვილი გამომწერების კრიტიკას პასუხობს

⭕🎥 „თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ