სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობის დროს სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობის დროს შემოსული შეტყობინებებისა და მედიით გაშუქებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 როგორ დავიცვათ სასუნთქი გზები სეზონური ინფექციებისგან - ექიმის რჩევები
⭕„ვისურვებდი, რომ ვიყოთ ბედნიერები სამუდამოდ...“ - ნოე სულაბერიძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს