Digest Logo

„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1732863162
ანი ჯავახი

ახალგაზრდა, წითელ თმიანი, ცეცხლოვანი მოცეკვავე ანი ჯავახი თბილისში, თავის სტუდიაში, მოსწავლეებს ჰიპ-ჰოპს ასწავლის. თვითონ კი ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო გოგოებს შორის, ვინც პროფესიულ დონეზე აიყვანა ეს ცეკვა. ყველა სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამავე დროს ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, პროფესიულად რომ გაზრდილიყო. რაღაც პერიოდი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბიონსეს, ქორეოგრაფის თანაშემწეც იყო.

რამდენიმე თვის წინ მოცეკვავე ანი ჯავახი დედა გახდა და როგორც თავად ამბობს, დემიენის დაბადებამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 

– ანი, როგორი ბიჭია დემიენი და როგორი გოგო აღმოჩნდა ანი დედის ამპლუაში?

„დემიენი არის ზუსტად ისეთი ბავშვი, როგორსაც ჩემს შვილს წარმოვიდგენდი (იცინის). პირველ რიგში, არის მოუსვენარი, ძალიან სასაცილო და ყველაზე საყვარელი. ჭამაზე და სიცილზე მეტად არაფერი უყვარს. პირველ რიგში, წარმოდგენა არ მქონდა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს სიყვარული, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ყველაფრის გასააზრებლად რამდენიმე თვე მაინც დამჭირდებოდა, მაგრამ თურმე, ძალიან ვცდებოდი – მეორე დღიდან ისე შემიყვარდა, გამაფრენინა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი დედა ვარ – ყველა გაკვირვებულია, არავინ მოელოდა, რომ ასეთი დედა ვიქნებოდი. (იცინის) სამშობიაროს პერსონალიდან მოყოლებული – ახლობლებით დამთავრებული, ყველა გაოცებული იყო და არის“,- უთხრა „თბილისელებს“ მოცეკვავემ.

ამჯერად იგი საკუთარ გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს, რომლებსაც საზოგადოების დადებითი შეფასებები მოჰყვა: