Digest Logo

თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე „რეტროს“ მფლობელი დააკავეს

1685944540
რესტორნის მფლობელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რესტორან ,,რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.