ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია" უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ ტატუს მელანს ლიმფურ კვანძში ანთების გამოწვევა შეუძლია და ამავდროულად, ზოგიერთ ვაქცინაზე იმუნურ პასუხს ცვლის:
„ტატუს მელანი ლიმფურ კვანძში ანთებას იწვევს და ვაქცინებზე იმუნურ პასუხს ცვლის. სწორედ ამ სათაურით ჟურნალში Immunology & Inflammation უახლესი და უჩვეულო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოში თითქმის ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ტატუ აქვს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ტატუირებული ადამიანების რაოდენობა საერთო მოსახლეობის 30%-ს აჭარბებს.
ტატუს ანუ სვირინგის მდგრადობას საღებავის პიგმენტი განაპირობებს, რომელიც ადამიანის სხეულის შიგნით არსებულ ბიოლოგიურ სითხეებს ძალიან ძნელად ერევა. შავი პიგმენტი ძირითადად ნახშირიდან მიიღება, ხოლო ფერადი პიგმენტების შემთხვევაში საქმე საწარმოო წესით მიღებულ ორგანულ ნაერთებთან გვაქვს. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ეს პიგმენტები პლასტმასის, სხვადასხვა ლაქის ან საღებავის წარმოებისთვის იყო გამიზნული, რის გამოც ტატუს მელნის უსაფრთხოება და ტოქსიკურობა მეცნიერებში დავას მუდმივად იწვევდა“, - ამბობს ექიმი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დილა 6 საათზე იწყება“ - როგორია სალომე ჭაჭუას ერთი დღე, რა კადრებს გვიზიარებს მოცეკვავე?