
თბილისში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „დაიჯესტს“ განუცხადეს მომხდარის შედეგად დაშავდა 19 წლის გოგო. იგი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕87 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა