Digest Logo

„ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაიცა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში“ - საგამოძიებო სამსახური

1718346230
ტექისნპექტირება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.

239 27 13660

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ცნობილი ინფლუენსერების წყვილი იკა და ნათია მესამე ბავშვს ელოდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

⭕„რაც გვგონია რომ გვანგრევს, ჩვენი მიზნამდე მისვლის პროცესის ნაწილია...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძ