Digest Logo

„წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა, მაშინ დაქორწინდებოდნენ“ - რა თქვეს სასამართლოზე 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დებმა

1705583143
სასამართლო პროცესი

რუსთავის სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები.

ერთ-ერთმა დამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ნიშნობა ნამდვილად შედგა.

„ჩემმა ძმამ ალი სადიკოვმა მითხრა, რომ  არსებობს ასეთი გოგო აითაჯი, რომელიც ძალიან მომწონსო და ვიყიდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ნიშნობისთვისო. ნიშნობისთვის ყველაფერი ჩემ ძმას უკვე ნაყიდი ჰქონდა.

ნიშნობაზე მე, ბიძაჩემი, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები წავედით, იქ რომ მივედი ადგილზე ბევრი ხალხი დაგხვდა, ოჯახიდან მხოლოდ დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა აითაჯი, მაშინ დაქორწინდებოდნენ, თუ 18 წლამდე ვერ შეთანხმებოდნენ დაშორებაც შეეძლოთ.  აითაჯი იქ პირველად ვნახე, მანამდე არ ვიცნობდი“, - აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის და.

მას სიტყვით გამოსვლა აითაჯის დედამ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ დები სიმართლეს არ ამბობდნენ.

„სიმართლეს რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ძმა არის. ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. მე ამას სულ ვუშლიდი აითაჯს“, - აღნიშნავს აითაჯის დედა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🔵 „იდუმალები და დახვეწილები... სოფოს ეტყობა თავისი განათლება და დიდებულება“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის და სოფო შევარდნაძის ფოტო სოც.ქსელს იპყრობს

🔵„მაქვს სურვილი, ჩავიდე მოსკოვში და ვცადო ფილმში ბედი, ან მე დავდგა სპექტაკლი“ - ბესო ზანგური