Digest Logo

ცნობილია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - „შეგვძრა ამ ამბავმა“

1780895945
ტრაგედია ლისის ტბა

7 ივნისს, თბილისში, ტრაგედია დატრიალდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

საინფორმაციო სააგენტო „ამბები.ჯი-ს“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე. ასევე მათი მეგობარი გვანცა არევაძე.

„ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. სამწუხაროდ ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია, თუმცა თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ეზოში ერთმანეთს. სხვებს არ ვიცნობ, იქ მოსული მათი მეგობრები ამბობდნენ, რომ კიდევ ორი გარდაცვლილიც ცოლ-ქმარია. ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას მთელ საქართველოს”, - ამბობს გარდაცვლილი წყვილის მეზობელი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეცდომები, რომლებიც დავუშვით, მაგრამ მისი წყალობით სწორი გზა მოვძებნეთ, არა შეცდომები...“ - რამაზ გიგაური

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„ორი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი და ერთი გოგონა... მეგობრის გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ“ - ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარი ავარიის ახალი დეტალები