თელავის რაიონულ სასამართლოში ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა.
„ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა რომ ერთი მეორესთან ურთიერთობა დაიჭირეს, მაგის გულისთვის, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდევ ერთხელ მოვკლავდი“, - აღნიშნა ბრალდებულმა.
ინფორმაციისთვის, 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მკვლელობა მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕29 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება