
ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შემთხვევა გუშინ 11 აპრილს მოხდა რაზმაძის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც დავით კოდუა სახლში დაბრუნდა.
მან ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და კონფლიქტი მოუვიდა უფროს ქალიშვილთან. ამის შემდეგ ის კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა, თავისი ცოლი კი ჩვენების შეცვლას ითხოვს.
„კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას დავით კოდუას დედამ განაცხადა, რომ კოდუას მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათის შემდეგ, პატრულში დარეკა, თუმცა აღიარებს, რომ შეცდომა მოუვიდა.
„მეუღლე ჩვენებას აძლევს, რომ შეცდომა მომივიდა და გამოუშვითო. ვიეჭვიანეო და შეურაცხყოფა მომაყენაო, ცუდად გამომივიდაო. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მოვიდაო, საჭმელს ჭამდნენ და უკამათიათ. პატრულს დაურეკა და ვსო“, – აცხადებს დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.