„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სასჯელის სახით 2500 ლარის გადახდა დააკისრა.
გარდა ამისა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ჯაფარიძის თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც და მასაც 2 500 ლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბოდიში, ყველას ვერ გპასუხობთ“ - რას წერს მიშა მშვილდაძე ინციდენტის შემდეგ