Digest Logo

„11 წლის განმავლობაში მემართებოდა კრუნჩხვა და იმ მომენტში გარდაცვლილ მამიდაშვილთან მქონდა კომუნიკაცია, ვეუბნებოდი წამიყვანე -მეთქი“ - გიორგი ნაზღაიძე დაავადებაზე

1777495718
გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძის ცხოვრების განვლილი ეტაპები ნამდვილად არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მას ადრეული ასაკიდან უწევდა შრომა, რომ ოცნებები აეხდინა, ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებისთვის თავისი შრომითა და მიზანდასახულობით მიეღწია.

მსახიობი, ტელეწამყვანი ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა:

„სკოლის ასაკში ვიყავი, როცა მივიღე მოცემულობა, რომ ეს ვარ მე, მყავს ძალიან მაგარი ოჯახი, ვისაც ვუყვარვარ და არავინ  მაინტერესებს. 

ბიძგი აღმოჩნდა შეტევები, ნერვული გულყრები, ეპილეფსიური, რასაც სისტემატური სახე ჰქონდა, მუდმივად მემართებოდა, 11 წლის განმავლობაში და ბრძოლა მქონდა გაჭირვებასთან, თვითდამკვიდრებასთან და ბრძოლა ჩემს დაავადებასთან. ასევე ბრძოლა მქონდა საზოგადოებასთან, რომელიც არ მღებულობდა.

ვინც დაინახავდა, რომ გულყრა დამემართა, ყველა ზურგს მაქცევდა. 

ეს იყო ემოციურ ფონზე, ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც კამათის დროს მაგალითად, ემოციის გამო მემართებოდა. არ იყო შარდვა და პირიდან რაღაცები, მქონდა კრუნჩხვის ფორმა და დღემდე ვერ იგებენ, მაგრამ მქონდა გარდაცვლილ მამიდაშვილთან კომუნიკაცია, მუდმივად ვეუბნებოდი, წამიყვანე -მეთქი, ხელი მქონდა აწეული და ამ ხელზე იყო სულ ჭიდაობა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ რკინის საწოლის „ტრუბა“ ფეხით მაქვს შეღუნული. 

ბოლო კრუნჩხვა მქონდა წლების წინ, რეალითში რომ შევდიოდი. ოჯახს არ უნდოდა შევსულიყავი. 18 წლის ვიყავი. მეტროში დამემართა, ხალხში, ლიანდაგში ვვარდებოდი, ვიღაცამ გადმომქაჩა“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დეტალებში შედიოდა სხვადასხვა, არაჰუმანიტარულ დარგებში, ივანე ჯავახიშვილი იყო მასშტაბური პიროვნება“ - პეტრე ბაბილუა

რა ეტაპია გიორგი ნაზღაიძის ცხოვრებაში? - „ჩემი პირადი ოჯახი მეზარება, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ჩემს მშობლებზე“

🎥 „ასეთი თბილი ჭაბუკი იყო ივანე ჯავახიშვილი, რომელსაც ასე უყვარდა თავისი ულამაზესი მეუღლე“ - რას ჰყვება ზურაბ გაიპარაშვილი