Digest Logo

რა ეტაპია გიორგი ნაზღაიძის ცხოვრებაში? - „ჩემი პირადი ოჯახი მეზარება, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ჩემს მშობლებზე“

1777495079
გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძის ცხოვრების განვლილი ეტაპები ნამდვილად არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მას ადრეული ასაკიდან უწევდა შრომა, რომ ოცნებები აეხდინა, ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებისთვის თავისი შრომითა და მიზანდასახულობით მიეღწია.

მსახიობი, ტელეწამყვანი ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა: 

„41 წლის ვარ, იმ ეტაპზე ვარ, სადაც ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.

ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი დიდი, არასდროს მიყვარდა პატარაობა. მამაჩემი და ჩემი ძმები ჩემზე კარგი გარეგნობის არიან. ყველა ასაკს, ყველა წელს, წამს აქვს თავისი ხიბლი, უნდა შეირგო და ისიამოვნო. 

ოჯახი არის პრიორიტეტი. ჩემი მშობლები, ძმები და მათი ცოლ-შვილი. 

ჩემი პირადი ოჯახი ალბათ მეზარება, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ჩემს მშობლებზე. ცხოვრებას სტერეოტიპულად არ ვუყურებ, რომ აი, სიბერეში წყალს ვინ მოგაწოდებს. 

ჩემთვის მარტოობა დიდი კომფორტია, შემიძლია წავიდე ფასანაურში მარტო, ვარემონტო სახლი, მიწას მივხედო, ყვავილი დავგრო. ჩემ თავთან ვარ ბედნიერი“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი თბილი ჭაბუკი იყო ივანე ჯავახიშვილი, რომელსაც ასე უყვარდა თავისი ულამაზესი მეუღლე“ - რას ჰყვება ზურაბ გაიპარაშვილი

„ვისაც ვეუბნებოდი, მოდი ჩემი გუნდის წევრი გახდი, ჩემთან ერთად წამყვანი იყავი -მეთქი, ყველა უარს მეუბნებოდა“ - როგორ შეიქმნა პროექტი „სარკასტიკა“

რა არის ენერგეტიკული წმენდა და რა დადებითი მხარეები აქვს მას ადამიანისთვის?