
ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი განსასჯელის სკამზეა - მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვებს თუ არა ციხეში განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ კაცს.
ამ ეტაპზე ლევან ასლანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მისი უფლებადამცველი ანა შიშნიაშვილი „პირველებთან" ადასტურებს, რომ ასლანიშვილი ძალადობისთვის დაკავებული ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო, თუმცა ის მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაჭრილი ქალის ადვოკატი კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ელისო რუხაძე სისტემურ პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალმა ქმრის მიერ ძალადობის შესახებ პოლიციას არაერთხელ შეატყობინა.
ამასთან, ირკვევა, რომ ბრალდებულის 11 წლის შვილი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია - სისხლიანი ანგარიშსწორებისას ის დედას გადაეფარა, რის შემდეგაც გული წაუვიდა.
„ამ საქმეში ძალიან მძიმე სისტემური პრობლემა იკვეთება, ვინაიდან ბრალდებულს წინა მიმდინარე საქმეზე შეუფარდა გირაო, რაც შემაკავებელი არ იქნა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მან (დაზარალებულმა ქალმა) არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს. ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თამარი შშმ პირია და ბავშვსაც აქვს გარკვეული სახის პრობლემები. ვაპირებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ მოზარდისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ბავშვის ჩვენება უმძიმესია - დეტალურად ჰყვება როგორ დაჩეხა მამამ დედა. მისი ფსიქო-ტრავმული ნიშნები მკაცრად არის გამოხატული და ის არის ძალიან მძიმედ“, - თქვა ადვოკატმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 რა ხდება ბათუმის ქუჩებში - შოკის მომგვრელი კადრები
წყარო: tvpirveli.ge