112 მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს.
შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს გაეგზავნათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - წერს 112.
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოც აფრთხილებს.
„26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის მაღალ დონეს აცხადებს.
ასევე დაგაინტერესებთ: