Digest Logo

ჭორები დათო ხუჯაძისა და ეკა ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ცოლები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს მამას

1719317448
დათო ხუჯაძე

მომღერალი დათო ხუჯაძე წლებია პროფესიიდან გამომდინარე მედიის ყურადღების ცენტრშია. 49 წლის მომღერალი მსმენელს ახალი რეპერტუარებით დღემდე ანებივრებს. 

მის ცხოვრებაში უამრავი ტრაგედია და ცხოვრების რთული პერიოდი იყო.

ამ სტატიაში დათო ხუჯაძის პირადზე მოგიყვებით.

დათო ხუჯაძე მოს­კოვ­ში 2003 წელს ე.წ. „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ წა­ვი­და. მარ­თა­ლია, ხუ­ჯა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, უკვე წლებია იგი საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკას ჩამოშორდა.

დათო ხუ­ჯა­ძე და პოლიტიკა

ალ­ბათ, ბევ­რს არ გახ­სოვთ, რომ მომ­ღე­რალ­მა დათო ხუ­ჯა­ძემ 2003 წელს პო­ლი­ტი­კა­ში სცა­და ბედი, გა­უ­მარ­თლა და ას­ლან აბა­ში­ძის პარ­ტი­ით პარ­ლა­მენ­ტშიც მოხ­ვდა, თუმ­ცა ეს იყო ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა, რად­გან სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ვარ­და მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად და „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“ მოხ­და. ამის შემ­დეგ დათო ხუ­ჯა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და, სა­დაც ცოლი შე­ირ­თო, შვი­ლიც გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა ოჯა­ხი და­ენგრა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ქეთა თო­ფუ­რი­ას გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სკან­და­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, დათო ხუ­ჯა­ძეც სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მან თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აფხა­ზე­თი პუ­ტინს არ წა­ურ­თმე­ვია.

თავდასხმა

დათო ხუჯაძეს 2016 წელს სამჯერ დაესხნენ თავს უცნობი პირები და მისი ცემა სცადეს. როგორც მომღერალი ამბობდა, ისინი დაქირავებულები იყვნენ და მათ უკან კერძო პირის ინტერესები იდგა.

„ერთი თვის წინ მომივიდა ჩხუბი სამ ტიპთან, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის გამო მოხდა. ვის არ უჩხუბია მაგრამ ეგ კიდე განმეორდა რამდენჯერმე და მინდა ვუთხრა, რომ უკვე 1-1 ია. მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს ერთ-ერთი იმათგანი და შემდეგში 2-1 იქნება ჩემს სასარგებლოდ. თავებს დაგიტეხავთ! თუ კაცები ხართ, პირ
დაპირ მოდით და არა უკნიდან, მაგრამ მაგდენი კაცობა სად გაქვთ!''

რაღაცას მიქარავენ და მგონი, ვხვდები საიდან უბერავს ქარი, მაგრამ მაგდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ პირდაპირ თქვან, „კრისები“ არიან,“- წერდა მომღერალი.

დათო ხუ­ჯა­ძე და ნა­თია ონი­ა­ნი

მომ­ღე­რალ დათო ხუ­ჯა­ძეს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს უყ­ვარ­და. ერთ დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბიჭი იყო, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და, ხან ვის­თან აწყვი­ლებ­დნენ და ხან ვის­თან.

მოს­კოვ­ში წას­ვლის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქორ­წი­ნა. მისი მე­უღ­ლე ნა­თია ონი­ა­ნი გახ­და, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. და­თოს და ნა­თი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ლა­ნოც შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. დათო ცოლ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არას­დროს სა­უბ­რობს.

თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ის, რომ ყო­ფი­ლი ცოლი მას შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევდა, რა­საც მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდა. 

„ყველაფერი ვცადე, ბავშვის გამო, დამერეგულირებინა ყოფილ ცოლთან ურთიერთობა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე რომ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ყოფილ ცოლთან და, იმედია, შვილი რომ გაიზრდება, თავად ავაწყობთ მამა-შვილი ხელახლა ურთიერთობას“, - ამბობდა დათო ხუჯაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს ამ ქორწინებიდან, მეორე შვილი ილა ეყოლა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელი იყო.

დათოს ყოფილი მეუღლე ეკა დალაქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვებოდა, როგორ სთხოვა ხელი რჩეულმა.

„დათო საზღვარგარეთ იყო წასული და რამდენიმე თვე არ მყავდა ნანახი. მეგობრისთვის უკითხავს ჩემი თითის ზომა და ბეჭედი შეუძენია. რომ დაბრუნდა და შევხვდით, პატარა ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და ძალიან ლამაზი ბრილიანტის ბეჭედი დამხვდა, მაგრამ დიდი დრო არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ვერ მივხვდი, ეს მხოლოდ საჩუქარი იყო თუ კიდევ სხვა დატვირთვა ჰქონდა (იცინის). ეტყობა, იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა და მითხრა: კი, ეს იმას ნიშნავს, რასაც შენ ფიქრობ – მინდა, ჩემი მეუღლე იყოო. აღმოჩნდა, რომ დროს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება, დიდი ხანია იცნობდე ადამიანს და ვერ ამოიცნო, ან მოკლე პერიოდში მიხვდე, რომ ეს ის არის“, - ეკა დალაქიშვილი.

თაკო თუხაშვილი

დათო ხუჯაძის მესამე რჩეული თაკო თუხაშვილია, რომელზედაც გასული წლის სექტემბერში იქორწინა.

წყვილი საერთო შვილს ელოდება. 

ეკა ბესელია და დათო ხუჯაძე

2019 წელს ყვითელი პრესა დათო ხუჯაძის და ეკა ბესელიას ფოტოებით აჭრელდა, მიზეზი დათოს და ეკას ერთად გამოჩენა იყო. პროექტს „დაიცავი საქართველოს“ პრეზენტაციაზე ისინი ფილარმონიაში ერთად მივიდნენ.

დათო ხუჯაძემ ამის შესახებ განმარტებაც გააკეთა და ერთ-ერთ გამოცემასთან აღნიშნა, რომ ისინი ერთმანეთში ბავშვობიდანვე იცნობენ.

„ეკა ბესელიას ვიცნობ ბავშვობიდან. ეკას დისშვილის ნათლია ვარ და რა არის ამაში უცნაური ვერ ვხვდები“,- ამბობდა მომღერალი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - მომღერალმა ტორტზე სანთელი საზეიმო გარემოში ჩააქრო

„ადამიანის ბედნიერებას მთლიანობა უხდება“ - რა არის უფრო მნიშვნელოვანი - წარსული, აწმყო თუ მომავალი?

ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა