გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 👇
✔️ 599842206
✔️ 598087761
✔️ 577011139
✔️ 577011174
✔️ 591544384
✔️ 591946840
✔️ 591946870
✔️ 591544375
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.