Digest Logo

12 სექტემბერს წყალი შეწყდება - გადაამოწმე მისამართი

1789158768
წყალი  წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას  ავრცელებს.

„12 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათიდან 13 სექტემბრის, დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: იდუმალის, საჯაიას, ცისკარიშვილის, გაბაშვილის, ენგურჰესის, ლორთქიფანიძის, წურწუმიას, ფაღავას, გუგუშვილის, ქინძმარაულის, ნებიერიძის, გუგუშვილის, ზაალიშვილის, დობორჯგინიძის, აფხაზის, ბერიას, ალექსიძის, ოდიშელიძის, მაჩაბლის, ბახტაძის, ამირეჯიბის, ურუშაძის, ყიფიანის, ქუთათელის, კვირიკაშვილის, კიკნაძის, ბატონიშვილის, აღნიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს; წმინდა ბარბარეს უბანს; ნავთლუღის მე-2 და ქვემო მელითონეთა დასახლებებს, აფრიკის დასახლების 360-ე კილომეტრს; სოფლებს: გაჩიანს, აგთაკლიას, გამარჯვებას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილს ,გიგანტის, ზოოვეტის, ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს; სოფლებს: ფონიჭალას, ჭალას და თელეთს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყურადღების ცენტრში სახლი, ოჯახი და სიმყუდროვე მოექცევა...“ - 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორ ამოვიცნოთ კითხვის უნარის სირთულეები ბავშვებში? - ინტერვიუ სპეციალისტთან

რა კვლევები უნდა ჩაიტაროს 30-40 წლის ადამიანმა სამედიცინო მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად?