13 ნოემბერი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა. რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ 100 ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.
100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.
რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ მათი ხსენების დღეს
ტროპარი:
მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: