აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი მაგდი ამაჩოვმაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ წარსულში იგი მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი იყო.
დაღესტნელ მებრძოლს ამერიკაში არც საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა და არც ფინანსები, ქართველმა სპორტსმენმა კი ის თავის სახლში შეიფარა.
რაღაც დროის გასვლის მერე ამაჩოვმა დატოვა მერაბის გუნდი და ნურმაგომედოვებს შეუერთდა. ის მოსამზადებელ ბანაკში ეხმარებოდა უმარს, როცა მას დვალიშვილთან ჰქონდა ჩხუბი. რაც შეეხება აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, მაგდიმ დაღესტნელთა მხარე დაიჭირა.
„სიტუაციას ვადევნებ თვალს და მხოლოდ „ჰეითს“ ვხედავ. ეს ვიდეო ჩავწერე მათთვის, ვინც აზროვნებს გონებით და არა ემოციებით. ყველა აღშფოთდა მხოლოდ ახლა, მაგრამ არავის უნდა იმის გახსენება, თუ რა მოხდა საქართველოში, RAF-ის ღონისძიების წინ. დვალიშვილმა ხელი გაარტყა ჩვენს ერთ-ერთ ძმას, რომელიც საჭიდაოდ იყო ჩასული.
ამ ფაქტმა გული გვატკინა, დაღესტნელებს, მუსლიმებს, რადგან ჩვენი ძმა დაიჩაგრა. იმ ინციდენტის მერე მერაბს საერთოდ დავშორდი. იგი სტუმრად ჩავიდა, ქართველმა კი თავის სახლში მას ხელი გაარტყა.
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი?
ჩვენი მხრიდან 20 კი არა 4 კაცი იყო...რატომ ატეხეთ ასეთი ამბავი?
ტურებსა და ვირთხებს უწოდებთ ხალხს, ვისაც საერთოდ არ იცნობთ.
საქართველო და დაღესტანი როგორც ვიყავით ძმები, ისე ვართ ახლა - ერთიანი კავკასია ვართ. სანამ რამეს დაწერთ, კარგად დაფიქრდით. წარმოიდგინეთ თავი მათ მდგომარეობაში“, - აცხადებს მაგდი ამაჩოვი.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის გაუმართლებს ფინანსებში 2027 წელს - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის
წყარო: lagazzetta.ge