Digest Logo

19 ივნისს საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

1750228782
წყალი შეწყდება

ხვალ, 19 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ფატმანის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 19 ივნისის დილი 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 ივნისს, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, აბაშიძე-ორბელიანის, რამაზის, ერედვის და ნესტან-დარეჯანის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბედნიერები, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე მამიკო! ძალიან მიყვარხარ!“ - გია ბაღაშვილის უფროსი გოგო იუბილარია

⭕„მადლობა...“ - მერაბ დვალიშვილმა საქართველო დატოვა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით