Digest Logo

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა - ოთარ ტატიშვილი 54 წლის გახდა

1764577645
ტატიშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი, ექიმი ოთარ ტატიშვილი 30 ნოემბერს 54 წლის გახდა. 

მან პოპულარობა სერიალში „შუა ქალაქში“ ირაკლის როლის შესრულებით მოიპოვა. 

„დაიჯესტი“ ყველასთვის საყვარელი მსახიობის  პირად ცხოვრებაზე გიამბობთ:

შვილები

 

„ზუკა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა ჯანდაცვის განხრით. ჯანდაცვას უნდა რომ მიხედოს. „მხიარულთა და საზრიანთა გუნდში“ (მსკ-ში) რომ თამაშობდა, ეს ძალიან კარგია.

მე არ მჯერა „ქუჩის აკადემიის“. აკადემია არის ოჯახი, სამეგობრო. თუკი შეიძლება, მეგობრებთან ერთად წახვიდე კინოში, ითამაშო „მსკ-ში“, ისაუბრო სხვადასხვა თემაზე, ესაა აკადემია, თუ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა იდგე?!

თუმცა, მეც მიჩხუბია სკოლაშიც, ინსტიტუტშიც. ზუკა უკრავს, აქვს რეპეტიციები, ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს და ამით კმაყოფილი ვარ.

შოთი და ნანიკო არ ვიცი, რას აირჩევენ. შოთის ძალიან იშვიათი პროფესია მოუნდა.

ნანი მშობლების გზას გაჰყვა, ის ახლა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია“, - ამბობდა ოთარ ტატიშვილი 2021 წელს. 

ოთარს ნანი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. მისი მეორე მეუღლე, სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია.

2 ოჯახი

პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დიდი ხანია რაც დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. უბედნიერესი ოჯახი ჰქონდათ და ეკა ამბობდა, რომ ბედნიერების ეშინოდა კიდეც. 

ისინი სულ პატარები იყვნენ როცა დაქორწინდნენ. ეკა-17-ის, ოთარი-19-ის. ორივე ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ოთარს ეკა ცალმხრივად ჰყვარებია, მერე კი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. 5-6 თვეში გრანდიოზული 600-კაციანი ქორწილი ჰქონდათ, რაზედაც მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.

ორივემ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა.

ოთარი მოსკოვში გაფრინდა სწავლის გასაგრძელებლად. ეკაც უნდა ჩასულიყო ბავშვებთან ერთად, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

წონის პრობლემა

აღმოჩნდა, რომ ქეიფისა და სმა-ჭამის მოყვარულ ოთარს საკმაოდ დიდი ნებისყოფა ჰქონია, მან ბევრ რამეზე თქვა უარი და შედეგად 22 კილოგრამი დაიკლო.

„ძირითადად ცილებზე ვარ, თორემ არც სასმელზე ვამბობ უარს. თუ ცომეული შევჭამე, სხვა საკვებზე უარს ვამბობ და ასე. არ მიჭირს, შევეჩვიე“,- ამბობდა ოთარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თითოეულ ჩვენგანს ხელში „ცეცხლოვანი მახვილი“ უჭირავს - ძალა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ განადგურებისთვის, არჩევანი ჩვენია“ - ასტროლოგი დღის ენერგიაზე

ორგანიზებული დანაშაულის დონის სიმცირით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

🎥 „შევდივართ ძალიან რთულ პერიოდში, ამაზეა დამოკიდებული...“ - მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი