ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ ამბობს, რომ 4 დეკემბრიდან ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის.
გარდა ამისა, 5 დეკემბერს სავსემთვარეობა გვაქვს, რაც უზარმაზარი ენერგიის შემოსვლას იწვევს და როგორც ასტროლოგი ამბობს, ამას ყველა ვერ გაუძლებს.
მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს მოუწოდებს, მნიშვნელოვანი საქმე, პროექტი, გადაწყვეტილება 4 დეკემბრამდე აწარმოონ:
„შევდივართ ძალიან რთულ პერიოდში, 4 რიცხვიდან 22 დეკემბრამდე. დედამიწა არის ფრიად უარყოფით ენერგოველში, ამიტომ საახალწლოდ ვინ როგორ ხასიათზე მივა, ამ პერიოდზეა დამოკიდებული.
გაქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები? მოასწარით ყველაფერი 4 რიცხვამდე.
4 რიცხვის შემდეგ ზოგს ძველი დაავადებები, კონფლიქტები, უხასიათობა შეექმნება.
5 რიცხვში გაქვს სავსემთვარეობა, მშვილდოსანი-ტყუპების ნიშანში. მათი ენერგიების ბრძოლა იწყება, რაც უზარმაზარი ენერგიის შემოსვლას იწვევს, რასაც ყველა ვერ გაუძლებს. ზოგს მოჭარბებული აქვს ენერგია, რაც ხშირად აგრესიაში გადადის.
რისკჯგუფში შედის შემდეგი ორგანოები: ფილტვები, სასუნთქი სისტემა, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
ვაკონტროლოთ ემოციები, კონფლიქტებში არ შევიდეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ზედმეტ ფინანსურ ხარჯს თავი დავანებოთ.
დღეს კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, ახალი იდეა, პროექტების დასაწყებად, უშიშრობის, მებრძოლი სულის გამოვლენისთვის. სამშაბათ-ოთხშაბათს მშვილდოსნები და კუროები გახდებიან უფრო ენერგიულები, ენერგიულები, მაგრამ სასწორები და მორიელები უფრო ნევროზულები. მეტად გამოიძინეთ და დაასვენეთ თავი.
შაბათ-კვირა ძალიან კარგია ფოტოგრაფიისთვის, კულინარიისთვის, საოჯახო, სანათესავო კონტაქტებისთვის, მაგრამ ხუთშაბათი უნდა გამოიყენოთ კომუნიკაციისთვის, წაიკითხოთ წიგნი.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროპროგნოზი:
ვერძი - კვირის მეორე ნახევარში მოგიწევთ იმის კეთება, რაც არ გიყვართ, რუტინული, ყოველდღიური საქმიანობა. მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, მათ შორის მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხო ენების ასათვისებლად.
კურო - კვირის პირველი ნახევარი გამოიყენეთ ყველაფრისთვის, შემოქმედებითი სამუშაო, ფინანსები, ბიზნეს საკითხები, ურთიერთობებში დაძაბულობა - მოაწესრიგეთ. ზოგიერთს შინაგანი შიშები, დეპრესიის ნიშნები გაუჩნდება,ფიქრები წარსულზე. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. აღარ ილაპარაკოთ ზედმეტი.
ტყუპები - აქტიური, ენერგიული. კარგი პერიოდია კვირის პირველი ნახევარი, მაგრამ 4 და 5 რიცხვი ყურადღებით გაიარეთ, მოიმატებს სულსწრაფობა, გახდებით პროპაგანდისტი. ჯანზე ხართ, ენერგიაც გაქვთ, ამიტომ გამოიყენეთ კვირა.
კირჩხიბი - გაქვთ გარკვეული შანსები, რომ დაასრულოთ ძველი პროექტები, ამ თვალსაზრისით ცუდი პერიოდი არ გაქვთ, უფრო მეტიც, თუ დასალაგებელი, ურთიერთობა მოსაწესრიგებელი გქონდათ, ამას გააკეთებთ კვირის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში წამოვა უხასიათობა, მელანქოლია, გაციების ტენდენციაც მოსალოდნელია.
ლომი - აქტიური, ენერგიული, ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. კარგი ლიდერი ხართ, სიყვარულის დრო გაქვთ, ამისთვის საუკეთესო პერიოდია. მეორე ნახევარში ამ მიმართულებით შეიძლება სირთულეები წამოვიდეს. ბევრს არ მოეწონება თქვენი წარმატება, წინსვლა.
ქალწული - კარგი პერიოდი გაქვთ კვირის პირველ ნახევარში, ჯანიც გაქვთ, მაგრამ კვირის მეორე ნახევრიდან გახდებით ნევროზულები. ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, წვრილმანებზე ჩაძიება, ზედმეტი პირდაპირობა დაგეწყებათ.
სასწორი - აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ქარიზმატული ხართ. საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ ბიზნეს საქმიანობაში ჩასართავად. წარმატების ფაქტორები უდავოდ გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ მეორე ნახევარი ყურადღებას ითხოვს. არასწორი ინფორმაციის ალბათობა იმატებს, ნუ დაუჯერებთ სხვებს.
მორიელი - გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი, ჯანი, ენერგია, აქტიური მოქმედება, ინტუიცია ყველაფერი კარგად მუშაობს, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში სირთულეები ჩნდება. ყურადღებით იყავით ფინანსებთან, ხარჯები მოგემატებათ, შესაძლოა არასწორად დააბანდოთ ფული, გაჩნდებიან ადამიანები, ვინც ფულის სესხებას მოგთხოვთ.
მშვილდოსანი - აი, ვინ არის ყველაზე წარმატებული, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ქარიზმატული. ყველაფერი გამოგდით, ყველას მოსწონხართ, შესაძლებლობები გაქვთ დადებითი.
თხის რქა - რაც მნიშვნელოვანი დაგრჩათ, მოაგვარეთ 4 რიცხვამდე, რადგან გეწყებათ წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი, დაბადების წინა პერიოდი. ყველაფერი გართულდება, გააქტიურდება ფარული მტრები, ჭორები.
მერწყული - კვირის პირველი ნახევარი კარგია, წარმატებებიც უდავოდ გაქვთ, ენერგოტონუსი მატულობს. კარგია აკეთოთ ის, რაც გიყვართ. მარწუხები იხსნება, მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება, მიიღებთ მონაწილეობას ახალ პროექტებში, ამიტომ იაქტიურეთ!
თევზები - 4-მდე მაქსიმალურად მოასწარით მნიშვნელოვანი საქმეები, შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. 4 რიცხვის შემდეგ დეპრესია, მელანქოლია, ზღვარგადასული ფანტაზიები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს არის უდიდესი შეცდომა... შეეჯახებით უდიდეს სირთულეებს“ - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს გოგა მანია