Digest Logo

21 400 აშშ დოლარისა და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა - დაკავებულია ერთი პირი

1714113003
ბევრი ფული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები.

გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „კომენტარები, რომ რამე მაქვს გაკეთებული ან ცელულიტი მაქვს ბევრი, ჩემ ქმარს გაუგზავნეთ, მას მოსწონს...“- ნუკი კოშკელიშვილი გამომწერების კრიტიკას პასუხობს

⭕🎥 „თქვენ რას ფიქრობთ? გოგოა თუ ბიჭი?“- ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს გვიზიარებენ

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ