მუსიკოსი და პროექტ „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გია ბაღაშვილი, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა.
გია ბაღაშვილმა პროექტიდან „ვინ ვინ არის“, მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები გაიხსენა:
„წინასწარ არასდროს არ იცი არაფერი. როდესაც ამ რანგის ჟიური არის ვერ წარმოიდგენ, რამდენად სასიხარულოა მათთან ურთიერთობა. თუ გამოგიცნობს ან არ გამოგიცნობს ორივე შემთხვევაში სასიხარულოა. განსაკუთრებული მუხტი შესძინა პროექტს, მაკა ზამბახიძის წამყვანად მოვლინებამ. ანათებს და კაშკაშებს.
ჩემ შემთხვევაში შემოთავაზებაზე მარტივი აღმოჩნდა დათანხმდება. თავდაპირველად ჟიურის წევრად მეპატიჟებოდნენ და ვფიქრობ, რომ ზოგადად არ ვიყავი მზად. ჩემთან გადაცემაში ამ წლების განმავლობაში რეგულარულად ვაშუქებ პროექტს. ისე უციმციმებდა ყველას თვალი და ისეთი თავგადასავალიაო, საინტერესო რომ იყო ეგ თავისთავად ჩანდა.
25 წელია პაროდიის თეატრის მსახიობი ვარ და სხვებს ვასწავლი როგორ შენიღბოს ხმა. დამაინტერესა როგორ გამომივიდოდა ეს ყველაფერი მე, აქედან გამომდინარე შინაგანი მზაობა მქონდა“,- ამბობს გია ბაღაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა შეიძლება, გახდეს მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი? - მადონა ჯუღელის განმარტება და რეკომენდაციები
⭕„არაჩვეულებრივი ფორმები გაქვს...“ - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ სანოგო
⭕„თითქოს ვიღაც გართმევს ენერგიას...“ - რას ნიშნავს სიზმარში ფულის დაკარგვა