Digest Logo

26 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას დაუპირისპირდება

1719377686
ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ისტორიული შანსი. კონტინენტის პირველობისთვის ჯვაროსნები პირველად, მეტოქე პორტუგალიელები კი მეცხრედ იბრძოლებენ. დღეს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშია.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს შეხვდება, თუმცა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არსებობს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები ამბობენ, რომ მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯებიან და წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან შენგელიას განცხადებით, ეროვნული ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ისტორიული მატჩი გამოვიდეს.

„განვიხილეთ პორტუგალიის ნაკრები. ყველამ ვიცით როგორი ძლიერი ნაკრებია, უბრალოდ ის მუხტი, რაც საქართველოშია და ჩვენთან გუნდში, გარდა ამისა ხარისხი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოგებაზე ვითამაშებთ. ჩვენი შანსი რაც იქნება, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ კიდევ ერთი ისტორიული მატჩი გამოგვივიდეს“, - განაცხადა ლევან შენგელიამ.

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი გოჩოლეიშვილის თქმით, მათი მეტოქე ძლიერი გუნდია, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ნაკრებმა შანსები ბოლომდე გამოიყენოს.

„პორტუგალია, რა თქმა უნდა, ძლიერი ნაკრები და ევროპაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და თუ ვიბრძოლებთ აუცილებლად გამოვა შედეგი“, - განაცხადა გიორგი გოჩოლეიშვილმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ჭორები დათო ხუჯაძისა და ეკა ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ცოლები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს მამას

„როცა ბუნებრივ სიყვარულს, პიროვნული თვისებებით განპირობებული ურთიერთობა ემატება, საოცრებაა!“ - ირმა სოხაძე შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

„გენეტიკა გრძელდება, იმედია მე და პატარა გიო ერთ დუეტს ჩავწერთ“ - ნატო გელაშვილი ხუციშვილების ოჯახს ულოცავს