26 მაისს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი, 85 წლის გახდებოდა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო.
1989 წლის 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: