გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოში ამინდი უმეტესად ღრუბლიანი იქნება, ზოგიერთ რაიონში ნალექი. ასევე, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი.
„28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მაშველებმა სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს
🎥 ბარბარე ჯანაშიას სულის შემძვრელი შესრულება - „აფხაზეთო ჩემო“