დღეს, 31 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა. იგი „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს.
მართალია, ოფიციალური ვერსიით, პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა პროკურატურამ წლების წინ სკანდალური ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ და ლიკვიდაცია სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდის ოთხ ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარედგინა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი იქნება, ზიარება, აღსარება...“ - 31 ოქტომბრის ასტროლოგიური რეკომენდაციები მიხეილ ცაგარელისგან
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი დოჰაში მოგზაურობენ - წყვილის ფოტოები კატარიდან