Digest Logo

„4-5 ბალიანი შტორმი, ქარი და თოვლი…“ - საქართველოში ამინდი უარესდება

1733983860
ამინდი უარესდება -

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოკლულ ახალგაზრდას მშობლიურ სოფელში გლოვობენ - ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა

🎥 „ეს ვიდეო აუცილებლად გაგაღიმებთ...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„იყავი ჯადოსნური ენერგია...“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს