მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დანაშაული მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. იგი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.
ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ.
სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ვიდეო აუცილებლად გაგაღიმებთ...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„იყავი ჯადოსნური ენერგია...“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: rustavi2.ge