Digest Logo

„6 წელი ამერიკაში ისე ვიყავი არც საბუთი მქონდა და არც მართვის მოწმობა...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილი

1750511679
მერაბ დვალიშვგილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელიც საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, საქართველო დღეს 18 ივნისს დატოვა.

მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის.

მერაბმა სტუმრებთან ერთად საქართველოს ბევრი ქალაქი მოინახულა, მალე სხვადასხვა „იუთუბერი“ მის მოგზაურობის კადრებსაც შემოგთავაზებს, რომლებიც მერაბთან ერთად ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

ამჯერად, ერთ-ერთი „იუთუბერი“ ავრცელებს, მერაბ დვალიშვილთან საუბრის ინტერვიუს, სადაც ჩემპიონი ჰყვება ამერიკაში ყოფნის პერიოდზე.

„ყველაფრისგან გამოცდილება მივიღე თუნდაც წაგებისაგან, მადლიერი ვარ ღმერთის.

6 წელი ამერიკაში ისე ვიყავი არც საბუთი მქონდა და არც მართვის მოწმობა, მაგრამ არაუშავს ეს იყო გამოუცდელობა, არ ვიცოდი ინგლისური არ იყო სმარტფონები, არც ტელეფონები.

ეს ცხოვრებაა, ამ გამოცდილებამ და შეცდომებმა გამაძლიერა. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვცადოთ ცხოვრებაში , ცხოვრება მშვენიერია და ყველა მოვნახავთ ჩვენ გზას, თუ შრომა გიყვარს.

ახლა არ არის ის დრო, რომ დაიკარგო ან ისეთი შეცდომა დაუშვა უკან ვერ დაბრუნდე. როცა შრომა გიყვარს და მიზანი გაქვს, ბედნიერი იქნები სადაც არ უნდა იყო“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕11 რამ, რაც უკიდურესად არაჰიგიენურია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მაინც აკეთებს

🎥 ყველაზე ცნობილი ქართველი ბავშვი ინფლუენსერი 13 წლის გახდა - კადრები ემილიას დაბადების დღიდან

⭕„დედობა არის რთული და ამ შემთხვევაში ორმაგად რთულია...“ - თათია თექთურმანიძე მარტოხელა დედობაზე