65 წლის ბაბუა შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ციხეში გაუშვეს. პენსიონერს გამოძიება 13 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება. კაცი დის შვილიშვილზე, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა და მას აშანტაჟებდა.
ამბის გაგების შემდეგ, არასრულწლოვანის მამას გულის შეტევა დაემართა, რის გამოც იგი კლინიკაში მოათავსეს.
ამბავი მაშინ გასკდა, როცა მეშვიდე კლასელმა უმძიმესი ფაქტის შესახებ დედას უამბო. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია ბაბუის მხრიდან შვილიშვილზე ძალადობის მინიმუმ სამ ეპიზოდზე.
სასამართლო სხდომა დახურული იყო. ბრალდებულმა მამაკაცმა დარბაზში დანაშაული არ აღიარა და ადვოკატის მომსახურებაზეც უარი თქვა. თუმცა, ციხეში გადაყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებულმა პენსიონერმა „პირველებს“ უთხრა, რომ მისთვის არავის არაფერი დაუბრალებია. ეს კი ფაქტობრივად დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.
ამბის გახმაურების შემდეგ 65 წლის კაცის ოჯახი რეგიონიდან გაიხიზნა, რადგან არსებობდა ანგარიშსწორების საფრთხე.
წყარო: tvpirveli.ge