Digest Logo

7 აპრილი ხარებაა! - რა უნდა ვიცოდეთ ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ

1712433768
ხარების დღესასწაული

დღეს 7 აპრილს ხარების დღესასწაული აღინიშნება. ხარება თორმეტთაგან ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ლუკას სახარების მიხედვით, ამ დღეს გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. 

ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული კაცობრიობის ხსნის დასაწყისად მიიჩნევს, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

ამ დღეს ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ამ­თან ერ­თად მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ეუ­წყა, რომ სა­ხი­ერ­მა ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლი­სა და ცოდ­ვის სა­მუ­და­მო ტყვე­ო­ბი­სათ­ვის ვერ გა­ი­მე­ტა და ეშ­მა­კის მო­ნო­ბი­სა­გან მისი გა­მოხ­სნა გა­და­წყვი­ტა.

და აი, მი­ავ­ლი­ნა უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი გა­ლი­ლე­ის ქა­ლაქ ნა­ზა­რეთ­ში ქალ­წულ მა­რი­ამ­თან, რო­მე­ლიც და­წინ­დუ­ლი იყო იო­სებ­ზე, და­ვი­თის მოდ­გმის შთა­მო­მა­ვალ­ზე.

წა­რუდ­გა ან­გე­ლო­ზი ქალ­წულს და უთხრა: „გი­ხა­რო­დენ, მი­მად­ლე­ბუ­ლო, უფა­ლი შენ­თა­ნაა. კურ­თხე­ულ ხარ შენ დე­და­თა შო­რის“. მა­რი­ა­მი შე­აძ­რწუ­ნა მის­მა სი­ტყვებ­მა და გა­ი­ფიქ­რა: „ვი­თარ-მე არს მო­კი­თხვაჲ ესე?“- რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს მო­კი­თხვაო? ან­გე­ლოზ­მა უთხრა: „ნუ გე­ში­ნინ, მა­რი­ამ, რა­მე­თუ ჰპო­ვე მად­ლი წი­ნა­შე ღმრთი­სა. და აჰა, ესე­რა შენ მუც­ლად-იღო და ჰშვა ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იესუ“.

მა­რი­ა­მის ძეს ღმერ­თი და­ვი­თი საყ­დარს ანუ ის­რა­ე­ლის სა­მე­ფო ტახ­ტი­სა და ია­კო­ბის სახლზე - ის­რა­ე­ლის თორ­მეტ ტომ­ზე - სა­უ­კუ­ნო (მა­რა­დი­ულ) სუ­ფე­ვას აღუთ­ქვამს. მა­რა­დი­უ­ლი მხო­ლოდ ღმერ­თია, ხოლო „ია­კო­ბის სახ­ლი“ უფ­ლის მხილ­ვე­ლი, მორ­წმუ­ნე ერია, რო­მე­ლიც სუ­ლით უფალ­თა­ნაა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლია ქალ­წუ­ლი­სა­გან უმა­მა­კა­ცოდ შობა. ღვთის­მშო­ბე­ლი, რად­გან ქალ­წუ­ლე­ბის აღ­თქმა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი, იკი­თხავს: „ვი­თარ­მე იყოს ესე ჩემ­და, რა­მე­თუ მე მა­მა­კა­ცი არა ვიცი?“ ან­გე­ლო­ზი მი­უ­გებს: „სული წმი­დაჲ მო­ვი­დეს შენ ზედა და ძალი მაღ­ლი­სა გფარ­ვი­დეს შენ“, - და ნი­შან­საც აძ­ლევს: მისი ნა­თე­სა­ვი, მო­ხუ­ცი ელი­სა­ბე­დი, უკვე მე­ექ­ვსე თვეა, რაც მიდ­გო­მი­ლია.

მა­რი­ამ­მა, როცა ყო­ვე­ლი­ვე გა­მოწვლილ­ვით გა­ი­გო, და­მორ­ჩილ­და, მი­ენ­დო უფალს და ღვთის ნე­ბას თა­ვი­სი ნება შე­უ­ერ­თა: „აჰა მხე­ვა­ლი უფ­ლი­საჲ, მე­ყავნ მე სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა“. და მეყ­სე­უ­ლად შე­ვი­და სუ­ლიწ­მი­და ქალ­წუ­ლის შე­უ­გი­ნე­ბელ ტა­ძარ­ში.

ქალ­წულ ღვთის­მშო­ბელ­ზე ასე­თი გად­მო­ცე­მა არ­სე­ბობს: რო­დე­საც იგი ესა­ია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგნს კი­თხუ­ლობ­და, იქ, სა­დაც წე­რია: „აჰა ესე­რა ქალ­წუ­ლი მი­უდ­გეს და შვეს ძე და უწო­დონ სა­ხე­ლი მისი ემ­მა­ნუ­ილ“, - თურ­მე შე­ყოვ­ნდა, გა­ი­ფიქ­რა, რა ნე­ტა­რი იქ­ნე­ბა ის ქალ­წუ­ლი, რო­მელ­ზეც ეს ით­ქვაო და ღმერ­თს შე­ე­ვედ­რა, მისი ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო, რათა მხე­ვა­ლი­ვით მომ­სა­ხუ­რე­ბო­და მას.

სწო­რედ ამ სიმ­დაბ­ლის გამო იყო, რომ მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა ესო­დენ სულ­გრძე­ლად და­უთ­მო ქალ­წულ მა­რი­ამს, რო­მელ­მაც ზე­ცი­ურ მა­ხა­რე­ბელს ნათ­ქვა­მის დამ­ტკი­ცე­ბა და ახ­სნა მოს­თხო­ვა. არ­ცთუ დიდი ხნის წინ გაბ­რი­ე­ლი მღვდელ ზა­ქა­რი­ას გა­მო­ე­ცხა­და და შვი­ლის შე­ძე­ნა ახა­რა, მაგ­რამ მღვდელ­მა არ და­უ­ჯე­რა, რად­გან ისიც და მისი ცო­ლიც ღრმად მო­ხუ­ცე­ბულ­ნი იყ­ვნენ. მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გა­ნუ­რის­ხდა მას და და­ა­დუ­მა, ვიდ­რე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახ­დე­ბო­და. ყოვ­ლად­წ­მი­და ქალ­წულს კი არამ­ცთუ არ უსაყ­ვე­დუ­რა, არა­მედ დიდი კრძალ­ვი­თა და მოთ­მი­ნე­ბით და­ა­ჯე­რა იგი და არ გა­ნე­შო­რა, სა­ნამ მორ­ჩი­ლე­ბი­თა და სა­სო­ე­ბით აღ­სავ­სე სი­ტყვე­ბი არ გა­ი­გო­ნა მის­გან. მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ ზა­ქა­რი­ამ თა­ვი­სი ეჭ­ვით ღრმად და­ფა­რუ­ლი ურ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მო­ხა­ტა, ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ამ­მა კი - მორ­ჩი­ლე­ბა და სიმ­დაბ­ლე.

ღმერ­თს არ სურ­და, იძუ­ლე­ბი­თა და ში­შით აღგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნოს რო­მე­ლი­მე საქ­მე ან, პი­რი­ქით, დაგ­ვი­შა­ლოს რა­ი­მეს კე­თე­ბა. იგი გულ­მო­წყა­ლეა, სა­მარ­თლი­ა­ნი, წმინ­და და სურს, ჩვენც ასე­თი­ვე­ნი ვი­ყონ, მაგ­რამ კი არ გვა­ი­ძუ­ლებს სი­კე­თეს, არა­მედ შე­გო­ნე­ბით, და­რი­გე­ბით, სწავ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით მივ­ყა­ვართ მის­კენ. მას სურს, რომ ჩვე­ნი ნე­ბით აღ­ვას­რუ­ლებ­დეთ ყო­ველ კე­თილ საქ­მეს.

რა ია­რა­ღი­თაც იღ­ვა­წა ეშ­მაკ­მა ჩვე­ნი და­ცე­მი­სათ­ვის, იმა­ვე ია­რა­ღით გვიხ­სნა ქრის­ტემ; თუ ევას საქ­ცი­ელ­მა ადა­მის მოდ­გმას ცრემ­ლი მრა­ვალ­გზის და­ა­დი­ნა, ქალ­წულ­მა მა­რი­ამ­მა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა. ღვთის­მშობ­ლის ერთ-ერთი ეპი­თე­ტია „გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი“, ნიშ­ნად იმი­სა, რომ სიბ­ნე­ლე­ში მყოფ კა­ცობ­რი­ო­ბას მის მიერ გა­მო­უბრწყინ­და მზე სი­მარ­თლი­სა და მორ­წმუ­ნე­თა გო­ნე­ბა გა­ნა­ნათ­ლა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გადააზიარეთ ყველამ, გთხოვთ“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

„დედიკო“ - ნახეთ, ინგა გრიგოლიას რა ფოტოს აქვეყნებს მისი შვილი

სახალისო ტორტი, ამღერებული ცნობილი სახეები და გრანდიოზული წვეულება - როგორ აღნიშნა რატი დურგლიშვილმა დაბადების დღე