ცნობილი ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია იუბილარია, იგი 77 წლის გახდა და იუბილე იტალიაში აღნიშნა.
ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და იტალიის ულამაზეს ადგილებში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
„ესეც ასე, 77 წლის გავხდი, ისიც იტალიაში, კვარას ჯადოსნური ნომრით... როგორც გითხარით,
იტალიაში ვართ, სასწაულ ქალაქ მატერაში, რა თქმა ძალიან კეთილშობილური, ქართული მისიით ვსტუმრობთ იტალიის ამ ულამაზეს კუთხეს, რასაც მალე სრულად მოგახსენებთ...
იმედი მაქვს გაგიხარდებათ, რომ შევძლებ კიდევ მრავალი წლით თქვენი გულების გახარებას...
მადლობა ჩემო ძვირფასებო, ყველანი ძალიან მიყვარხართ ისინიც კი ვისაც ჩემი ხედვა არ მოგწონთ“,- წერს ბადრი ვადაჭკორია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დედას სიყვარულის ბუშტი...“ - ნახეთ, თათია თექთურმანიძის უახლესი ფოტოები შვილთან ერთად
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
🎥 „სენსაცია ლელას კონცერტზე“ - რას ვიდეოს აქვეყნებს გურამ შეროზია?