Digest Logo

„9 და 10 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს“ - მეტეოროლოგის პროგნოზი

1686202378
კობა ფარტენაძეკობა ფარტენაძე

დადგება თუ არა სტაბილური ამინდი მიმდინარე კვირაში? - ამ კითხვაზე ვრცელ განმარტებას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დადგება თუ არა სტაბილური ამინდი მიმდინარე კვირაში?

უახლესი განახლებიდან გამომდინარე, შავი ზღვის აუზი რჩება ხაფანგში, როგორც ერთგვარ "ციკლონურ გალიაში", ხშირი არასტაბილური ფაზებით და ნალექებით, რომლებიც ერწყმის პირველ სტაბილურ სიცხეს, ამიტომაც ხანდახან გამონათებულ მზის სხივებთან ერთად, მზარდი ტემპერატურის ფონზე, ზოგჯერ - ხანმოკლე წვიმასა და ჭექა-ქუხილამდე მივდივართ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი სეტყვით.

მიზეზი ევროპულ დონეზე მიმდინარე კონკრეტულ კონფიგურაციაში უნდა ვეძებოთ:

ბრძოლის ველია ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამომავალი ცივ და არასტაბილურ დინებებსა და პირველ თბილ დინებებს შორის, რომლებიც უზრუნველყოფს დამატებით საწვავს არასტაბილური ამინდის წარმოშობისთვის, მთელს ევროპაში, რაც ნაწილობრივ გავლენს ახდენს შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზეც.

რა გველოდება მომდევნო დღეებში?

ხუთშაბათს (8 ივნისს) დასავლეთში გამოიდარებს, აღმოსავლეთში კვლავ შენარჩუნდება ზოგან ხანმოკლე წვიმა.

9 და 10 ივნისს კი საქართველოში იქნება სტაბილური ამინდი, ძირითადად მზიანი დღე და ტემპერატურა კვლავ +30 გრადუსს მიაღწევს.

ასე, რომ მიმდინარე კვირა ნებისმიერი ამინდის მოყვარულისთვის სასიამოვნო იქნება, რადგან შხაპუნა წვიმაც გვექნება და კვირის ბოლოს მზიანი ამინდიც.

გისურვებთ ბედნიერებას“,- წერს ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

📸  „მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ…“ - ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კვარას ხელმოწერით ტატუ გაიკეთა, რა ფოტოს ავრცელებს ემიგრანტი ჟურნალისტი