Digest Logo

„9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა“ - მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

1696831581
მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას ახლობლები და სამოდელო სააგენტო ჯეიმოდელსი ავრცელებს.

„ჩემი გოგო. როგორ მწამდა და მჯეროდა. გამიფრინდა ჩემი ანგელოზი".

მეგობრები სოციალურ ქსელში მას ემშვიდობებიან:

„9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“

„როგორ გვჯეროდა რომ იბრძოლებდა და შეძლებდა, ღმერთო“- წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ვინ არის ვინ არის ქართველ-ებრაელი გოგო, რომელსაც ისრაელში ეძებენ

🔵რას ჰყვებიან ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებული „გორდელას“ წევრები

🔵„მძიმე ღამეს ველოდებით, დააფასონ საქართველოში მშვიდობა“ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი