თანამედროვე სამყაროში ურთიერთობები ონლაინ და მედია სივრცემ ჩაანაცვლა. ადამიანებისთვის ინფორმაციის მიღება გაცილებით მარტივი გახდა, თუმცა საეჭვოა ინფორმაცია რამდენად სწორი ფორმით მიდის მათ გონებამდე. ერთხელ წაკითხულმა ან გაგონილმა, შესაძლოა ადამიანის ფიქრები და აზრები შეცვალოს. მიაღებინოს გადაწყვეტილებები, ისე რომ ინფორმაციის გადამოწმებას არც ეცადოს. ამ ყველაფერში კი დიდ როლს სწორედ მასმედია თამაშობს.
როგორ მართავს მედია სამყაროს? - აღნიშნულ თემაზე გეშტალტთერაპევტმა და ტელეწამყვანმა, ნინო წერეთელმა გადაცემაში „ზღვარი“ ისაუბრა.
მისი თქმით, მედიას შეუძლია ადამიანი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ასევე უკარნახოს როგორ და რაზე იფიქროს.
„თავის დროზე მედია იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოების აზრის ფორმირება მოეხედინა. ფაქტია, რომ მედია ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და რა ფორმით? ის არა მხოლოდ გვკარნახობს რაზე ვიფიქროთ, არამედ გვიყვება, როგორ ვიფიქროთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს საზოგადოებაში. ადამიანები ძალიან ხშირად მედიისგან მიღებულ ინფორმაციას ბრმად ენდობიან და კრიტიკის გარეშეც იღებენ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ზოგადად ეს პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო. თვითონ მექანიზმიც ასე მოქმედებს, ინფორმაციას მივაწვდით ადამიანს, შემდგომ ეს იწვევს დამოკიდებულებას“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წითელი შენი ფერია“ - ევა ბარბაქაძე საფრანგეთიდან ახალ კადრებს აქვეყნებს