
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს სხვადასხვა საჭირო თემაზე და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს, ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ, რომელსაც მათ აფთიაქებში სთავაზობენ.
„არაერთხელ დამიწერია იმაზე, რომ ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ.
ამის ბევრი მიზეზი არსებობს და ერთ-ერთი მათგანია ის, რომ აფთიაქში შესული ადამიანი, მაგალითად, ანტიბიოტიკს თუ ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე ურჩევს, რომ სჭირდება ასევე „კუჭის დამცავი“ და იქვე პრობიოტიკსაც შესთავაზებს. თან რეკომენდაციას მიაყოლებს, რომ „ანტიბიოტიკთან ერთად საჭიროა”.
ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია და ჩემი აზრით, დანაშაულია“, - წერს მაია ბუწაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ჩვენში არსებული 7 დემონი - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილის გაფრთხილება!
⭕საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🎥 „წერილში ეწერა - „ყველაზე გიჟს, ყველაზე სულელს...“ - რა საჩუქარი გაუგზავნა გივი სიხარულიძეს ქალმა?