ადამიანებს ყავა რამდენიმე მთავარი მიზეზის გამო უყვართ:
▪️კოფეინი ბლოკავს ადენოზინს, რაც აქრობს დაღლილობას და ზრდის კონცენტრაციას.
▪️ყავას აქვს 800-ზე მეტი არომატული ნაერთი, რაც მრავალფეროვან გემოს ქმნის.
▪️დილის სიმშვიდე ან მეგობრებთან შეხვედრა ხშირად ყავის სმას უკავშირდება.
▪️კოფეინი ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას, რაც განწყობას აუმჯობესებს.
ყავის რა რაოდენობით მიღება ითვლება ჯანმრთელობისთვის არასაზიანოდ და შეიძლება თუ არა ღვიძლის პათოლოგიების თავიდან არიდება მისი საშუალებით? აღნიშნულ თემაზე ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში „დილის LIVE“ ისაუბრა:
„ადამიანი, რომელიც 1-2 ფინჯან ყავას მიიღებს დღის განმავლობაში, მას ღვიძლის პათოლოგიების განვითარების შედარებით ნაკლები რისკი ექნება.
დიდი მნიშვნელობა არ აქვს ყავის სახეობას“, - ამბობს შოთა ჯანჯღავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბუნებით მონიჭებული იშვიათი სილამაზე...“ - ნანუკა გუდავაძის ახალ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
🎥 „სისხლით ქართველო, კარგო ახალგაზრდავ!“ - ნახეთ, როგორ ვარჯიშობს ლაშა ბექაური