
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ფრენსის ფუკუიამას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ფუკუიამა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ რაც ძალუძს, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ.
„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ ბესტსელერი - „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“. თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული წინასწარმეტყველება. ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“ - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.
ფრენსის ფუკუიამას
— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) May 3, 2023
1992 წ ბესტსელერი
- "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი".
თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული
წინასწარმეტყველება.
ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის
აქციაში მონაწილეობა,
ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი! https://t.co/HCLITUOEL4