5 აგვისტოს, გვიან ღამით, ადიგენში სოფელ ბოლაჯურთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დაღუპულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც „დაიჯესტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში მუშაობდა.
„გუშინ ღამე მოხდა ავარია, სოფელ ბოლაჯურთან.
სმადელი [სოფელი] კაცია დაღუპული.
როგორც ვიცი, მანქანით გადავარდა“, - უყვება „დაიჯესტს“ ადგილობრივი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.