Digest Logo

„აღარ გვყავს ჩვენი ალეკო! ჩვენი ძმა და მეგობარი, გვერდში მდგომი, გულიანი... “ - გია ბაღაშვილი ალეკო თეთრაშვილზე

1738238155
გია ბაღაშვილი

29 იანვარს მსახიობ ალეკო თეთრაშვილის გარდაიცვალა, როგორც ცნობილია მისი გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.

მსახიობის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი დიდი ხნის მეგობარი გია ბაღაშვილი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„აღარ გვყავს ჩვენი ალეკო!

ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი ლეწე! სითბოთი, სიკეთით, იუმორით სავსე კაცი... გვერდში მდგომი, გულიანი... გულმა ვეღარ გაუძლო სწორედ... ენა არ მიბრუნდება, მასზე წარსულ დროში რომ ვსაუბრობ... ეს სიცოცხლით სავსე კაცი, რომელიც სულ იმაზე იყო მომართული, სხვას შეხიდებოდა, ღიმილი ეჩუქებინა, სირთულე შეემსუბუქებინა...

მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახი შეძრულია ალეკოს დაკარგვით... ვუსამძიმრებ ალეკო თეთრაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს... გისამძიმრებთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც ალეკოს პიროვნება, მისი ხალასი ნიჭი და შემოქმედება ახლობელი და ძვირფასი იყო!“, - წერს გია ბაღაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სასაფლაოზე წაღებული ნივთები არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ უკან!“ - რჩევები, რაც სასაფლაოზე უნდა დაიცვათ

🎥 ღვიძლის გაწმენდა, ძილის ხარისხის გაუმჯობესება, ცხიმების წვა... - რატომ უნდა მიირთვათ ნიორი რეგულარულად? - საჭირო რჩევები!

⭕„საოცარი დედის საოცარი შვილები“ - ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს