Digest Logo

„აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე“ - ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა

16 იანვრის 6:08
ქეთევან ნაკაშიძე

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გურია თუდეი“ ავრცელებს.

მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება - 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა.

„ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას ახდენდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე.

ქეთევან ნაკაშიძის სტატიები იყო უაღრესად მწვავე, თუმცა ყოველთვის - ობიექტური და სამართლიანი, მუდამ იცავდა ეთიკის მაღალ სტანდარტს. ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში“,- წერს გამოცემა ქეთევან ნაკაშიძის შესახებ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია

⭕წვიმა, თოვლი და ქარბუქი - ამინდის პროგნოზი

⭕ ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას