Digest Logo

აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

1744791881
კახა კალაძე, ავტობუსი და მეტრო

აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს, საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

„გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული - ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 21 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს, 20 აპრილის 23:00 საათიდან 21 აპრილის 04:00 საათამდე კი, მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, 20-21 აპრილს დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი - ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, უფასოდ გადაიყვანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ასევე, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.   

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თამაზ მოლაშვილი შვილის ციხეში წამებაზე: ასე გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა, შვილის გარდაცვალებას მტერს არ ვუსურვებ

⭕„ჩამოიშორეთ ყ*ექალა...ალბათ, მამარდას დათრევა უნდა პატარას“ - მორიგი სკანდალი ალექსანდრე პაიჭაძის ირგვლივ, რას წერს მოდელი

🎥 „ძალიან მიხარია, თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო, რადგან ვიღაც ლამარამ არ დამიწეროს, თუ როგორი ხამი ვარ, როგორი მახინჯი...“ - შორენა ბეგაშვილმა მორიგი ძვირად ღირებული საჩუქარი მიიღო